„სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ როგორ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას ქართული პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი
"არ მაქვს ინფორმაცია თუ როგორ ჩამოვა ოქრუაშვილი. ის არის საქართველოს მოქალაქე და რა თქმა უნდა მას სრული უფლება აქვს თავისი სურვილის მიხედვით ჩამოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ თუ შევჯერდებით და ჩვენთან შეთანხმებით იმოქმედებს ქართული პარტია და ოქრუაშვილი, ერთად ვიდგებით და თუ ეს ასე არ მოხდა და მისი მოქმედებები იყო სახელწმიფოებრივი ინტერესებიდან შორს, ჩვენთან შეუჯერებელი, ცალ-ცალკე ვიმოქმედებთ" - განაცხადა ბურჯანაძემ.