25 მაისს სახალხო კრების საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, 12 საათზე კოსტავას ქუჩიდან დაიწყება მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით და სწორედ იქ იქნება გადამწყვეტი ადგილი ხელისუფლების შესაცვლელად.
ბურჯანაძე არ აკონკრეტებს ჩატარდება თუ არა ერთობლივი აქცია ქართული პარტიისა და სახალხო კრების მიერ, მაგრამ ამტკიცებს, რომ კრებაც და ქართული პარტიაც აქციების დროს იქნება კონსოლიდირებული.
მისი თქმით, ხვალ ამ დროს 3 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია და საზოგადოებას შემდეგი გეგმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ ქართულ პარტაისაც და სახალხო კრებასაც აქვთ ერთი მიზანა, რომ შეცვალონ ხელისუფლება.
"ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც მოვა და იტყვის, რომ მას რეალურად აქვს შესაძლებლობა ხელისუფლება შეცვალოს, ჩვენ ორივე ხელით დავუდგებით გვერდში. კოორდინირებულად ვიმოქმედებთ ქართულ პარტიასთან", - განაცხადა ბურჯანაძემ.