"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 25 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გადადგება.
მისი თქმით, 25 მაისი იქნება გადამწყვეტი დღე და სწორედ ამ დღეს დასრულდება სააკაშვილის რეჟიმი.
"უღირსი მთავარსარდალი 26 მაისს მშვიდობიანად ვერ ჩაიბარებს აღლუმს. ჩვენი მოქმედებები იქნება უკიდურესად მშვიდობიანი, კონსტიტუციის ფარგლებში და სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებში. მანამდე კი აუცილებელია შენარჩუნდეს ის კერა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არის და ეს პოზიცია არ უნდა დავკარგოთ პირიქით უნდა გავაძლიეროთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.