პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა. აღნიშნული განცხადება მან დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული 26 მაისის დამოუკიებლობის დღე. მართალია 2 დღის შემდეგაც მექნება საშუალება, რომ ეს მოლოცვა უმეტესობას პირადად გადმოგცეთ, თუმცა გამოვიყენებ ამ შანსს და მოგილოცავთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე აღლუმით აღნიშნავს.