პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში, ნათელა მაჭავარიანი ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ ქალაქის დასუფთავების სამსახურს მოუწოდებს შეასრულოს პირდაპირი მოვალეობა , რაც გულისხმობს ქალაქში სისუფთავის დაცვას.
"ჩემთვის გაუგებარია მიმდინარე აქციების ტერიტორიაზე ქალაქის მერიამ რატომ აიღო სანაგვე ურნები , ხოლო კოსტავას გამზირზე, იქ სადაც ორი დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დასუფთავების სამსახური არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას", - აცხადებს მაჭავარიანი.
საკრებულოს წევრი მოუწოდებს ქალაქის მერიას უზრუნველყოს სისუფთავე აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხოლო დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არ შევიდნენ პროვოკაციაში მომიტინგეებთან.