"სახალხო კრების" ინფორმაციით, სამართალდამცველები "სახალხო კრების" აქტივისტებს ბათუმიდან თბილისისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო კრების პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციამ ცოტა ხნის წინ 6 მანქანა დააკავა და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.
"4 მანქანა გრიგოლეთში დააკავეს, 1 ქობულეთში და 1 ბათუმში. ისინი საჯარიმო ავტოსადგომებზე არიან გადაყვანილები", - აცხადებენ კრების პრესსამსახურში.
მათივე თქმით, ბათუმიდან თბილისისკენ დაახლოებით 100 მსუბუქი მანქანისგან შემდგარი საპროტესტო კოლონა მოემართება.