"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის, გია კობახიძის ინფორმაციით, ხობის რაიონში მათი აქტივისტი ხელისუფლების გინების გამო დააკავეს.
"ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი იმის გამო დააკავეს და უპირებენ გასამართლებას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აგინა. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ემსგავსება კომუნისტურ რეჟიმს. კომუნისტების დროს ხელისუფლების მისამართით უცენზურო გამონათქვამისთვის მოქალაქეებს 5 დღით აკავებდნენ, ახლა კი ამ პიროვნებას რა ელოდება არავინ იცის", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, "არსებული კომუნისტური რეჟიმი" უნდა დასრულდეს და ამისთვის ერთად დგომაა აუცილებელი.