უნგრეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი უნგრელ კოლეგა პალ შმიტს შეხვდება.
ორი ქვეყნის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყვეს.
მიხეილ სააკაშვილმა უნგრელ კოლეგას ქართული ხმალი უსახსოვრა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი, მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რეფორმების კუთხით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ასევე უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ლასლო კოვერთან და უნგრელ ბიზნესმენებთან გამართავს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი უკვე შეხვდ ქალაქ კიშკოროს მერს.
„როგორც კიშკოროს მერმა აღნიშნა, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და განამტკიცებს უგრელი და ქართველი ხალხის მეგობრობას", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა კიშკოროში ორი ქართველი მწერლის - გრიგოლ აბაშიძისა და წარმოშობით აფხაზი ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. მას ბუდაპეშტის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.