26-ში აღლუმიც ჩატარდება, დილაც გათენდება, ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად და წყნარად. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძვნილი აღლუმის ჩაშლის დანონსების შეფასებისას აღნიშნა.
"თუ ადამიანები კანონის ფარგლებში გამოხატავენ პროტესტს, რამდენიც უნდათ მათი ნებაა, მოითხოვონ, გააპროტესტონ და იყვნენ", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს თემა მათთვის ნაკლებად საინტერესოა.
"ნაკლებად მაინტერესებს სად არის, რას ამბობს, რა გეგმები აქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ტიპის წარსულს ჩაბარებულ პოლიტიკოსებს, რომელსაც თავისი თავის რეანიმირების სურვილი აქვთ მოსკოვის საშუალებით, მას საქართველოში დიდი ბედი არ უწერიათ, რადგან ქართული საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს", - აცხადებს გაბაშვილი.
"ზოგს ჰგონია, რომ აღლუმი მხოლოდ მოსკოვში უნდა იმართებოდეს, პუტინის გვერდში იდგეს და პაკოლანაია გარაზე თავს ხრიდეს. ქართული საზოგადოება ასე არ ფიქრობს. ქართველ ხალხს პუტინის ჩექმაზე მკოცნელი ქართველი პოლიტიკოსი არ უნდა და მათი შანსი ამიტომ ნოლოვანია", - აცხადებს უმრავლესობის წევრი.