„საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან მიმდინარე აქციას დღეს აჭარიდან წამოსული კოლონა შეუერთდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
„ბათუმმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა. მან მთელ საქართველოს დაანახა ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითი. დღეს ისინი ჩვენ შემოგვიერთდებიან", - განმარტა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისიდან თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები ბათუმში, ერას მოედანზეც იმართებოდა.