ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევის სკოლკოვოს პრესკონფერენციის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. შესაძლოა პრეზიდენტი ამას არ დასთანხმდეს და ტანდემში ხელისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "The Sunday Times" -ი ავრცელებს.
"იმ დროს როდესაც რუს პოლიტოლოგებისათვის ამ დრომდე გაუგებარია პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გეგმების შესახებ, რომლებიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული, ხოლო თავად ტანდემის წევრები თავს არიდებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გაზეთი "The Sunday Times"-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტობაზე კენჭისყრას ვლადიმერ პუტინი აპირებს", _ წერს რუსული მედია.
დაუსახელებელი წყაროების ინფორმაციით, რომლებსაც გაზეთი ეყრდნობა, ნათქვამია, რომ დიმიტრი მედვედევის მიერ სკოლკოვოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც მან მთავრობის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა, პრემიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრემლში უნდა დაბრუნდეს. თუმცა, შესაძლოა ამას არ დაეთანხმოს პრეზიდენტი და ამის გამო არჩევნების წინა პერიოდში ტანდემის შიგნით ბრძოლა დაიწყოს.
"პუტინი პრეზიდენტად იყრის კენჭს. მან საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მოარული ხმები იმის შესახებ, რომ იგი ჯერ კიდევ მერყეობს მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა - სიმართლეს არ შეესაბამება", _ აცხადებს მაღალჩონოსანი წყარო "The Sunday Times"-თან საუბრისას და აღნიშნავს, რომ "პრემიერის გუნდი მიიჩნევს, რომ დიმიტრი მედვედევმა ძალიან ცინიკურად დაიწყო მოქცევა და ამით პრემიერი გამოიწვია. თუმცა ადრე ვლადიმერ პუტინს თავისი პროტეჟეს ლოიალობაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან მისი მისამართით რამდენიმე განცხადების გაკეთების შემდეგ ეს დარწმუნებულობა გაუქარწყლდა", _ წერს გაზეთი.
მოარული ხმებით, მედვედევის გამოცვლის მიზეზი გახდა ის, რომ იგი გააღიზიანა იმან, რომ არც რუსეთში და არც საზღვარგარეთ მას არ აღიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ ერთეულს, რომელსაც ძალუძს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება და პრეზიდენტობაზე განაცხადის ცალმხრივად გაკეთება. ამასთან ერთად, პრეზიდენტობის კიდევ ექვსი წელი შესაძლოა მედვედევს საშუალებას მისცემდა ცხოვრებაში განეხორციელებინა თავისი ლიბერალური პროგრამა პოლიტიკური თავისუფლების გაფართოებისა და გლობალური სასამართლო რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
კრემლში არსებული წყარო აცხადებს, რომ ახლა ტანდემში იზრდება დაძაბულობა, ვინაიდან პრეზიდენტი და პრემიერი თავიან თავებს მომავალი პრეზიდენტების რანგში ხედავენ. ასევე იზრდება წინააღმდეგომა ორი ლიდერი გუნდების წარმომადგენლებს შორისაც - პუტინის გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ზედმეტად თვითდაჯერებული გახდა, პრეზიდენტის გუნდში კი აცხადებენ, რომ მოხუცი უკვე პენსიაზე უნდა გავიდეს.
წყარო აცხადებს, რომ პუტინსაც და მედვედევსაც მომავალი პრეზიდენტობის შანსები აქვთ და ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი ღია კონფლიქტზე წავიდნენ. ალბათ, პრემიერი სთხოვს პრეზიდენტს დაუთმოს მას გზა კრემლისაკენ და ეს უკანასკნელი შესაძლოა ამას გულდამძიმებული დასთანხმდეს.