ტელეკომპანია "მაესტრო" ამტკიცებს, რომ ის არანაირი ფორმით არ ჩაერთვება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები , თითქოს "მაესტრო" რაიმე ფორმით ჩაერთვება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, არ შეესაბამება სინამდვილეს.
განცხადებას ხელს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე აწერს ხელს.
"ტელეკომპანია "მაესტრო" ასრულებს პროფესიულ მოვალეობებს და მოვლენებს მხოლოდ მაყურებელთა ინტერესებისა და საინფორმაციო არხის ფორმატის სპეციფიკის გათვალისწინებით აშუქებს. "მაესტრო" არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება და არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გათვალისწინებას. მივმართავთ პოლიტიკოსებს, მოერიდნონ საკუთარ გამოსვლებსა და კომენტარებში "მაესტროს" სახელით მანიპულირებს", - აღნიშნულია ტელეკომპანია "მაესტროს" გაცხადებაში.