ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპაში 6 დღიან ტურნეს იწყებს. ის პირველად ირლანდიას ეწვევა. პრეზიდენტი ობამა მოინახულებს ირლანდიის ერთ-ერთ ქალაქს, სადაც მისი შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ.
ობამა შეხვდება ირლანდიის ლიდერებსაც და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავენ.
ობამა ეწვევა ასევე დიდი ბრიტანეთს, სადაც შეხვედრას პრემიერ მინისტრ დევიდ კემერონთან გამართავს. ის ასევე მიწვეულია სამეფო სასახლეში, სადაც დედოფალ ელიზაბეტთან ერთად ივახშმებს.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთში და პოლონეთში გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს. საფრანგეთში ობამა "რვიანის ჯფუფის" სამიტს დაესწრება, ხოლო პოლონეთში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.