ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ამოფრქვეულმა ვულკანმა გრიმსტვონმა პრობლემები ნორვეგიას შეუქმნა. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა ნორვეგიას მიაღწია. სპეციალისტიეგის განცხადებით, თუ ამოფრქვეა გაგრძელდება შესაძლოა ფერფლმა ერთ კვირაში დიდ ბრიტანთსაც მიაღწიოს. ხუთშაბათისთვის ვულკანის ფერფლი სავარაუდოდ საფრანგეთის დასავლეთსა და ეპანეთის ჩრდილოეთსაც მიაღწევს.
სეისმოლოგების განცხადებით, ვუკანიდან ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლე ბოლო ორი დღის განმავლობაში 20-დან 10-11 კმ-მდე შემცირდა, თუმცა სპეციალისტები ვერ აკონკრეტებენ უახლოეს დღეებში კვლავ მომხდება თუ არა შემცირება.
ვულკანი ბოლოს 2004 წელს ამოიფრქვა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი ამოფრქვევა საერთაშორისო გადაზიდვების კოლაფსს არ გამოიწვევს, როგორც ეს გასულ წელს ვულკან ეიიაფიატლაიოკუდლის ამოფრქვევის შემდეგ მოხდა.
გასულ წელს, აპრილში, ვულკანის ამოფრქვევამ ევროპა სატრანსპორტო კოლაფსში ჩააგდო. მხოლოდ ევროპული ტურისტული კომპანიების ზარალმა 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.