აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად განაცხადა, ირანელი სტიდენტებისათვის ვიზის აღების გამარტივების შესახებ, - იტყობინება რადიო "თავისუფლება".
აშშ-ში სწავლის მსურველ ახალგაზრდა ირანელებს უკვე თავისუფლად შეუძლიად აშშ-ს მრავალჯერადი ვიზა მიიღონ, რომლის ვადიანობაც 2 წლითაა განსაზღვრული.
ადრე კი ირანელ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ერთჯერადი ვიზა მიეღოთ, რომლის ვადაც მხოლოდ 3 თვე იყო.
აშშ-ს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაახმოვანა.