დღეს, 23 მაისს, "სახალხო კრებისა" და „ქართული პარტიის" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
როგორც ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, ისინი უცხოელ ელჩებს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
„მე უკვე შევხვდი საქართველოში საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიეს და იმ ინციდენტების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია, რომელსაც აქციების დაწყებიდან ამ ორი დღის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი", - განაცხადა ბურჯანაძემ.