ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულ რამდენიმე ათეულ მათ მხარდამჭერს სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით წაუყენებენ ბრალდებას. აღნიშნულის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის დაზუსტებით თქმა არ შეუძლია, თუმცა ამ ინფორმაციის სისწორეში 95%-ით არის დარწმუნებული.
ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი ერთგვარი შემზადებაა აქციის დარბევისა.
ასევე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დღეს იგი შეხვდება გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, რომლებსაც ზოგადად ინფორმაციასაც მიაწვდის, რადგან არ დაუშვან ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით ბრალის წაყენება და ასევე თხოვს, რომ გამოუშვან მათი წარმომადგენლები.
მისი თქმით, მათ პირადად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქცია არის მშვიდობიანი.