დღეს,23 მაისს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს. როგორც 10 მაისს ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად იმ დღეს ანგარიშის განხილვა ვერ შედგებოდა.
"ჩვენ ვესაუბრეთ სახალხო დამცველს და შევთანხმდით, რომ ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა თვის ბოლოს, 23 მაისს გაიმართება", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 31 მარტს შევიდა.