ინდოეთის ხელისუფლებამ 1931 წლის შემდეგ პირველად მიიღო გადაწყვეტილება, რათა ღარიბი მოსახლეობის აღწერის დროს ახალი კითხვარი ჩართოს, რაც მათ კასტურ კუთვნილებას დაადასტურებს.
ეს ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 1947 წელს დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ინდოეთმა კასტის გარეშე საზოგადოების მშენებლობა გადაწყვიტა. თუმცა 60 წლის შემდეგაც ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კასტა მაინც მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩა.
ინდოელების წინანდელი აღრიცხვა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, 2002 წელს ჩატარდა. თუმცა კასტის კუთვნილების შესახებ იმ დროს არავინ დაინტერესებულა.
"დამოუკიდებლობიდან 60 წლის შემდეგ კასტა სულაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა, სამწუხაროდ, კასტური კუთვნილება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება, ჩვენი საზოგადოება კვლავინდებურად გაყოფილია", _ აცხადებს ინდუსთა უნივერსიტეტის პროფესორი მანჯიტ კუმარ ჩატურვედი.