სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის წევრები თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან. ერას მოედანზე გამართული საინფორმაციო მიტინგის შემდეგ , სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის წევრები უკვე კრების ცენტრალურ ოფისში შეირკიბნენ.
როგორც თემურ შაშიაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოგვარდება ტრანსპორტის პრობლემა, ბათუმიდან აქციის მონაწილეები კოლონებით თბილისისკენ დაიძრებიან.
შაშიაშვილი ამბობს, რომ მათ მიმართავენ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები საჩივრით იმასთან დაკავშირებით, რომ საწვავის ავზებში მათ ქვიშას უყრიან, რათა ტრანსპორტმა მოძრაობა ვერ მოახერხოს.
სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში წასასვლელად უკვე მზადაა 1500-მდე ადამიანი.