"ქართული პარტიის" საფრანგეთში მცხოვრები ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ის 25 მაისს საქართველოში ჩამოვა.
"მე შემიძლია მოგცეთ ორი პირობა - 25 მაისს ვიქნები საქართველოში და 25 მაისი იქნება ამ ხელისუფლების ბოლო დღე. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ჩემს დაჭერასთან დაკავშირებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში.
მისივე შეფასებით, ის, რაც დღეს გამთენიისას აქციაზე მოხდა, ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოჩენილი ძალადობაა, რაც უკვალოდ არ ჩაივლის.
„ის ძალადობა, რომელიც დღეს ხელისუფლებამ განახორციელა საკუთარ ხალხზე, არ ჩაივლის უკვალოდ. ჩვენ მივალთ ჩვენი ხალხის გვერდით და პირობას ვაძლევ ხალხ,ს რომ 25 მაისი იქნება ბოლო დღე ამ ხელისუფლებისთვის. 25 მაისს მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვრუნდები საქართველოში, რათა დავამთავრო მიხეილ სააკაშვილი ერთხელ და სამუდამოდ", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.