თბილისში ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები "ქართული პარტიის" ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ეს მოწოდება, ბუტა რობაქიძის დედამ, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორია ია მეტრეველმა გააკეთა.
მისი თქმით, დამთავრდა წყენისა და პრინციპების დრო.
"ყველა ოპოზიციონერი, რომელიც ოპოზოიცის გვერდით იბრძვის გამოვიდნენ და იმ ხალხს შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციაში იღებენ მონაწილეობას", - განაცხადა მეტრეველმა.