"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციონერ ლიდერებს „ძველი წყენის" დავიწყებისა და „სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციების შეერთებისკენ მოუწოდებს.
"ახლა არ არის ძველი წყენის გახსენების დრო. დღეს ყველა უნდა იდგეს აქ, ქართველი ხალხის გვერდით. ამიტომ, მოგოწოდებთ, დაივიწყოთ ეს წყენა", - მიმართა ბურჯანაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ კრების ორგანიზებულ მიტინგს „უსინათლოთა კავშირი" შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებს ოპოზიციური პარტიებიდან სოლიდარობა მხოლოდ კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ" გამოუცხადა.