"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უცხოური წამყვანი მედიასაშუალებები თბილისისა და ბათუმში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულია. ნინო ბურჯანაძის თქმით, იგი თავად ესაუბრა რამდენიმე წუთის წინ უცხოელ ჟურნალისტებს.
"BBC, CNN, EvroNews-ი აქტიურტად აშუქებენ, რაც თბილისსა და ბათუმში ხდება, CNN-მა გაუშვა ბათუმის დარბევის კადრები, ახლა კი თბილისის კადრები გაუშვეს. უცხოური მედიის ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლებისთვის განგაშის სიგნალის ტოლფასია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოუწდა ხალხს, ვინც აქციის მსველობას პირდაპირი ეთერით ადევნებს თვალს, მივიდნენ და აქციას შეურთდნენ.