„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რევოლუცია უკვე დაიწყო.
„რევოლუცია უკვე დაიწყო. რეცოლუცია დაიწყო ხელისუფლებამ და ამ რევოლუციას არ ვუღალატებთ", - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება მას ვერც ერთ ამ სიტყვაზე ვერ მიედავება, რადგან „სახალხო კრება" მშვიდობიანი გზებით იბრძვის.
„კრიმინალურ მეთოდებს იყენებს თავად ხელისუფლება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.