ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე ხმაურია.
რამდენიმე წუთის წინ ტელევიზიის შენობასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს ხელკეტებით გაუსწორდნენ.
მომიტინგეებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.
დაზიანებულია რამდენიმე მანქანა. არიან დაშავებულებიც.