დღეს, 12.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში წარმოგიდგენთ სტუნდენტურ ღონისძიებას „მუზეუმთან ახლოს".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ (რეჟისურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის სპეციალობის) სტუდენტები. კოსტუმირებული მონაწილეები შვიდ საექსპოზიციო ეზოში სხვადასხვა დღესასწაულებსა და წეს ჩვეულებებს გაითამაშებენ. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება ქართული ლეგენდებისა და თქმულებების მოტივებზე შექმნილი თექისა და ბეწვეულის ნაწარმის გამოფენა.
პროექტის „მუზეუმთან ახლოს" მიზანია - დავიწყებული ისტორიული სანახაობითი კულტურისა და დღესასწაულების აღდგენა და სანახაობითი ღონისძიების გზით სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლის ჩართულობა.
ღონისძიება ხორციელდება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის" ფარგლებში
მასალის გამოყენების პირობები