შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებასა და ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი მაუწყებელობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი სახოკიას, ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს.
„თავდასხმმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციის რამოდენიმე მონაწილე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს ამ დროისთვის სამედიცინო დახმარება უტარდებათ.