ბათუმში "სახალხო კრების" ოფისის დარბევისას ნაცემი მომიტინგეები, ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ცხრა ადამიანი სტანციონარში დატოვეს ხოლო სამი პირველადი დახმარების შემდეგ სახლში გაუშვეს.
ამის შესახებ "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ნაცემემ ადამიანებს შორის არიან 60 და მეტი წლის მამაკაცები რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დამხარება ადგილზე აღმოუჩნდათ.
შაშიაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულია ათობით ადამიანი რომლებიც არამარტო "სახალხო კრების" ოფისში არამედ სახლებშიც იმყოფებოდნენ. მას ამ დრომდე უჭირს დაზუსტება თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.
ბათუმში სპეცრაზმა "სახალხო კრების" ცენტრალური ოფისი დაარბია. სასტიკადაა ნაცემი ათობით ადამიანი, მათ შორის 9 ადამიანი ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"სახალხო კრების" ცენტრალური ოფისის დარბევა ორის ნახევარზე მოხდა.