ორი დღის განმავლობაში სახალხო კრების 300-ზე მეტი მხარდამჭერია დაკავებული. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წუხანდელი შეტაკების დროს პოლიციამ მათი რამდენიმე ათთეული მხარდამჭერი დააკავა.
"სულ ორი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ტელევიზიის წინ აქცია რამდენიმე საათში დაიწყება.
პარალელურ რეჟიმში აქცია განახლდება ბათუმშიც.