14:00 საათზე სახალხო კრების ლიდერები მხარდამჭერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებენ.
"კრებას არც ჰქონია ილუზია, რომ ამ ხელისუფლებას ერთ დღეში შეცვლიდა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად და არ დავიშლებით", - განაცხადა კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვერავითარი პროვოკაცია და ძალის გამოყენება ვერ აძულებს სახალხო კრებას დასახული მიზნიდან გადახვევას.
მისივე თქმით დღეს აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქცია დაშალა.
სამართალდამცავების ქმედების მიზეზი სახალხო კრების წარმომადგენელთა მიერ ერთ-ერთ ავტომანქანაზე თავდასხმმა გახდა.
ავტომანქანას, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა აქციის მონაწილეებმა ხელკეტები დაუშინეს.
სვარაუდოდ, დაშავდა ავტომაქანაში მყოფი რამდენიმე პირი. ავტომანქანაში იყო სისხლის კვალი.
აღნიშნული ინცინდენტიდან რამდენიმე ხანში კოსტავას ქუჩაზე მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქცია დაშალა.
სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები.