რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებელთან სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ დაშლილი აქცია განახლდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციის დაშლის შემდეგ სახალხო კრების აქტივისტები და ლიდერები მაუწყებლის წინ კვლავ შეიკრიბნენ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვერავითარი პროვოკაცია და ძალის გამოყენება ვერ აძულებს სახალხო კრებას დასახული მიზნიდან გადახვევას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქცია დაშალა.
სამართალდამცავების ქმედების მიზეზი სახალხო კრების წარმომადგენელთა მიერ ერთ-ერთ ავტომანქანაზე თავდასხმმა გახდა.
ავტომანქანას, რომელშიც რამდენიმე ადამიანი აიჯდა აქციის მონაწილეებმა ხელკეტები დაუშინეს.
სვარაუდოდ, დაშავდა ავტომაქანაში მყოფი რამდენიმე პირი. ავტომანქანაში იყო სისხლის კვალი.
აღნიშნული ინცინდენტიდან რამდენიმე ხანში კოსტავას ქუჩაზე მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქცია დასალა.
სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები.