დღეს, 22 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები".
კონფერენცია ეძღვნება სტუ-ის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსების საიუბილეო მე-40 წლისთავს და მისი დამაარსებლების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გოჩა ჩოგოვაძის და წევრ-კორესპონდენტის გიორგი გოგიჩაიშვილის დაბადების 70-ე წლისთავს.
კონფერენცია 20 მაისს გაიხსნა.