ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვულკანმა გრინსლოტნმა დაიწყო ამოფრქვევა. ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება. ვულკანი ბოლოს 2004 წელს ამოიფრქვა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი ამოფრქვევა საერთაშორისო გადაზიდვების კოლაფსს არ გამოიწვევს, როგორც ეს გასულ წელს ვულკან ეიიაფიატლაიოკუდლის ამოფრქვევის შემდეგ მოხდა.
გასულ წელს, აპრილში, ვულკანის ამოფრქვევამ ევროპა სატრანსპორტო კოლაფსში ჩააგდო. მხოლოდ ევროპული ტურისტული კომპანიების ზარალმა 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.