საპროტესტო აქციებთან მიმართებაში პოლიციის ქმედებაზე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს სს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, პოლიცია მოიქცევა ადეკვატურად, და ამ შემთხვევაში ადეკვატურია ის, რომ არავითარი რეაქცია არ ექნება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
"პოლიცია მოიქცევა ადეკვატურად, და ამ შემთხვევაში ადეკვატურია ის, რომ არავითარი რეაქცია არ ექნება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ყველამ დაინახა, რომ ყველა ის განცხადება, ყველა ის გეგმები, რაც ჰქონდათ ამ ადამიანებს იყო ყალბი და არასერიოზული. ამიტომ არასერიოზულ ქმედებებზე ჩვენ გვექნება სერიოზული რეაქცია ანუ არავითარი რეაქცია არ გვექნება", - განაცხადა მერაბიშვილმა.