საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული პოლიციის წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის საწირო იყო ორი მთავარი პრინციპის გატარება - კორუფციის აღმოფხვრა პოლიციაში და დისციპლინა.
"ერთი არის კორუფციის აღმოფხვრა პოლიციაში, რადგან როდესაც პოლიციელის ინტერესი არ არის კორუფციისკენ მიმართული მთელი მისი ინტერესები უკავშირდება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას. მეორე პრინციპი ეს არის დისციპლინა - პოლიციელი ვალდებულია შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიციელების უმრავლესობას მუშაობა დაწყებული აქვს სულ რამდენიმე წელია, ზოგს 5, ზოგს 3 და ზოგს 2 წელია. თუ ადამიანი არ იქნება კორუმპირებული ეს საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია ნორმალური იყოს", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ის მითები, რომ "ჩვენ ქართველები ვართ კრიმინალური საზოგადოება, ის მითები, რომ ჩვენთან შეუძლებელია კორუფციის აღმოფხვრა ისტორიას ჩაბარდა და ჩვენ პრაქტიკულად ვიწმუნეთ, რომ ჩვენ ქართველები ვართ ისეთი ჩვეულებრივი ევროპელი მოქალაქეები, ჩვენც შეგძლებია ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დამყარება".
"განსაკუთრებით ეს თვალსაჩინოა კრიმინალთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ თუ შევადარებთ რა იყო რამდენიმე წლის წინ, ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა თვალშისაცემია. პირადად მეც გაოცებეული ვარ იმ შედეგებით, რომელიც გამოქვეყნდა, რადგანაც, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით პირველები ევროპაში, ჩვენი ამოცანა იყო ჩვენ ვყოფილიყავით ერთ-ერთი ევროპული დონის ქვეყანა, მაგრამ მე ვარ ბედნიერი და კმაყოფილი, რომ დღეს ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგებში ვდგავართ", - განაცხადა მიმნისტრმა.