ჩვენ უკან არ დავიხევთ და ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, აქცია არ დაიშლება და ხვალ ასევე ძალიან დიდი, ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართება, რომელსაც ის ადამიანები შეუერთდებიან, ვინც დღეს რეგიონებიდან ვერ ჩამოვიდნენ და აქციაში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ აქციას შემოუერთდნენ. მისი განცხადებით, ყველა პატრიოტი დღეს აქ უნდა იდგეს, რადგან ამ წუთებში ქვეყნის მომავლისა და თავისუფლების ბედი წყდება.
"ჩვენ ხვალ უფრო მეტი ვიქნებით და ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ძალაუფლებას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში ძალაუფლების წყარო სწორედ ხალხია", - აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, "სახალხო კრებას" კარგად გაწერილი გეგმა აქვს და ამ აქციას ექნება თავისი პიკი.