"ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 5 წუთიანი სიუჟეტები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლით გავიდა. ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით აქედან, ვიდრე ყველა ჩვენი დაკავბეული აქტივისტი არ განთავისუფლბდება. განაცხადა "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი საზოგადოების წინ სიტყვით გამოსვლისას.
"ველოდებით მომხრეების შემოერთებას და აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ბრძოლა გაგრძელდება სააკაშვილის რეჟიმის მოსასპობად. ხოლო იმისათვის, რომ ეს რეჟიმი მოისპოს საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომა", _ აცხადებს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ "ამ რაოდენობის ადამიანი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისია, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ყოველივე უსისხლოდ მოხდეს და ამისათვის საჭიროა უფრო მეტი ადამიანი", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები და კრების ლიდერები ღამით დაშლას არ აპირებენ.