სახალხო კრების ლიდერები დაკავებული აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, პოლიცია მათ აქტივისტებს მთელი დღის განმავლობაში აკავებდა და დაკავებები ახლაც მიმდინარეობს. მანვე პოლიციას მოუწოდა გადმოვიდნენ მათ მხარეს და ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ.
ირაკლი ბათიაშვილის თქმით, ისინი კონკრეტულ ქმედებებს აპირევენ და არა მხოლოდ ლაყბობას.
რაც შეხეეხება საკითხს თუ როდემდე გაგრძელდება აქცია და სად, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია და ლიდერები აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.