"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, მომიტინგეებს დროშები მოპარეს.
"ტელევიზიის შიგნით დგას 40 კაცი, რომლებსაც უკავია ჩვენი დროშები. ნებისმიერი პროვოკატორი, ახლა იქნება თუ 10 წლის შემდეგ, გამოჩნდება და ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს მიუზღავს. მოგიწოდებთ, გამოდით და დატოვეთ ჩვენი დროშები, რომლებიც ჩვენს აქტივისტებს მოპარეთ. მოიპარეთ, როგორც ქურდნაცაცებმა", - განაცხადა ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ აქციას ასეულობით მეტი ადამიანი უნდა შეერთებოდა, თუმცა ისინი უმიზეზოდ დააკავეს.
ამასთან, ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ აყვნენ „ნაძირალა ხელისუფლების პროვოკაციებს".
აღსანიშნავია, რომ „სახალხო კრება", რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერს ითხოვს, არხის ხელმძღვანელობისგან ოფიციალურ პასუხს 20:00 საათამდე ელოდება.