მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ხელისუფლებას და სამართალდამცველებს მოუწოდებს ხალხის წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის განცხადებით, ხალხი ქუჩაში კონსტიტუციური უფლებების დასაცავად, სამართლიანი მოთხოვნით გამოვიდა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაული იქნება, რაც პროცესების ესკალაციას გამოიწვევს.
"მიმაჩნია , რომ რადიკალურად განწყობილი საზოგადოება ქუჩაში ხელისუფლების მიერ შექმნილმა ვითარებამ, უსამართლობამ, ძალადობამ, გაყალბებულმა არჩევნებმა, ღირსების შელახვამ, დაკარგულმა ტერიტორიებმა, სასამართლოს არარსებობამ, საკუთრების ხელყოფამ, პოლიტპატიმრების არსებობამ და სოციალურმა გაჭირვებამ გაიყვანა"- აღნიშნა ეკა ბესელიამ.