აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს მოსკოვში მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩაუტარდა. განცხადება ამის შესახებ ბაღაფშის ე.წ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კრისტიან ბჟანიამ გააკეთა.
"კომპლექსური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მოსკოვის ერთ ერთ კლინიკაში სერგეი ბაღაფშს გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენა ფილტვზე გართულებული სპონტანური რღვევის და ფილტვის მარჯვენა მხარეს განვითარებული პნევმოთორაქსის გამო", _ აცხადებს ბჟანია და აღნიშნავს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და "სიცოცხლისათვის საშიში გართულება ლიკვიდირებულია".
მისივე ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი პალატაშია გადაყვანილი.