„სახალხო კრება" საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართვას უგზავნის. მიმართვის ტექსტი „თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ მომიტინგეებს გია ბურჯანაძემ გააცნო.
"დღევანდელი ავტორიტარული ხელისუფლების რეალური და არა ფასადური პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაშია თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან და ის ნეობოლშევიზმის მკვეთრ გამოვლინებას წარმოადგენს. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და რეგიონალურ სტაბილურობას.
საქართველოს თითოეული მოქალაქე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი და მეტი პრობლემის პირისპირ დგას:
უმუშევრობა, სიღარიბე, შიმშილი, მუდმივად მზარდი ფასები და გადასახადები; ჩვენ შესაძლებლობა არ გვაქვს საკუთარ შვილებს მივცეთ სრულყოფილი განათლება და შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები; ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ოჯახის გამოსაკვებად იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა; ჩვენი პენსიონერები და ვეტერანები ხელისუფლებამ საშიმშილოდ გაწირა; სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო გაიზარდა დევნილთა რაოდენობა, მათ მიმართ რეჟიმის დამოკიდებულება ცინიკური და არადამიანურია;
ამ რეალობის ფონზე სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება; ყვავის ელიტარული კორუფცია, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის დასკვნაშიც აისახა.
ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, გათელილია მოქალაქის ყველა კონსტიტუციური უფლება; დაკარგულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% და რეალურად არსებობს საფრთხე ქვეყანა კვლავ იქნეს ჩართული პროვოკაციაში, რითაც საფრთხე შეექმნება არა მარტო საქართველოს, არამედ, რეგიონალურ სტაბილურობას.
სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური, ფიზიკური, ფინანსური, მატერიალური და მორალური ტერორი, ბიზნესის რეკეტი; ქვეყანაში არიან პოლიტიკური, უკანონო და სინდისის პატიმრები; კონტროლირებადი მედიის საშუალებით ტყუილი და სიყალბე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებსა და დასკვნებში