"თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებს.
"სახალხო კრების" აღმასრულებელი კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება აქციაზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
"ახლა ყველანი დავიძრებით მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ. ეს არის ჩვენი ბრძოლის პირველი ეტაპი", - განაცხადა აქციაზე ირაკლი ბათიაშვილმა.
ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე შეკრიბილი მომიტინგეები მსვლელობისთვის ემზადებიან.