„ქართველმა ერთმა ერთხელ და სამუდამოდ მართალი თავისუფლება უნდა მოიპოვოს. თავისუფლების მოედანზე მე თქვენ მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ მართალი თავისუფლებისთვის", - მამართა „თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებს მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ.
მისივე აზრით, დღეს მართალი თავისუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იწყება და ის ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
„ქართველო ერო, მე მსოფლიო ჩემპიონი, ლუკა კურტანიძე მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე თავგანწირვით და ერთად შემოვძახოთ სრულიად საქართველოს", - აღნიშნა კურტანიძემ.