დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
"მინდა მოვუწოდო იმ ხალხს, რომლებისც ახლა ტელევიზორს უყურებს - დადექით ქართველი ერის გვერდით ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და აუცილებელია გავაგონოთ მსოფლიოს ჩვენი ხმა", _ განაცხადა ბურჯანაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ერას მოედანზე ამ წუთებისათვის რამდენიმე ათასი მომიტინგეა შეკრებილი რომლებიც იქ ხელისუფლების ტერორის მიუხედავად ჩავიდნენ.
"ბათუმში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულეა შეკრებლი მიუხედავად იმისა, რომ დატერორებული იყო მთელი აჭარა და გურია. ბათუმში უამრავი ადამიანი უამრავი ადგილიდან ფეხით ჩავიდა", _ განმარტა ბურჟანაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე წუდში სახალხო კრება მიტინგის მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.