ბათუმში, ერას მოედანზე "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მიტინგი უკვე დაიწყო.
როგორც სახალხო კრების წარმომადგენელი ბათუმიდან იუწყება, ერას მოედანი სავსეა აქციის მონაწილეებით. აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. მათ სიტყვით უკვე მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა ცოტნე ანანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ეს პროტესტი აუცილებლად იქნება საბოლოოდ დადებითი შედეგის მომტანი.
ბათუმის აქციაში მონაწილეობას იღებს ასევე "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი. მიტინგი ხმის გამაძლიერებლების გარეშე მიმდინარეობს, რადგან აპარატურა, რომელიც "თეთრების" ლიდერს თემურ შაშიაშვილს და ელიზბარ ჯაველიძეს თბილისიდან უნდა ჩაეტანათ, საპატრულო პოლიციეს ტანამშრომლებმა გაიტაცეს .
მოსახლეობა აქციაზე მოსულია პლაკატებით, რომლებზეც არის წარწერები: "გონიო შეიხების გარეშე", "დავიბრუნოთ საკუთრება", "მიშა - საქართველოს დაკარგული ტერიტორიები".