"თავისუფლების მოედანზე" სცენის მონტაჟი დაიწყო. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „სახალხო კრებიდან" აცნობეს, აქცია რამდენიმე წუთში, სცენარის დამონტაჟების პროცესის დასრულების თანავე დაიწყება.
„თავისუფლების მოედანზე" ხალხის რაოდენობა მატულობს.
მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წინააღმდეგობებისა, ტერორისა და ყაჩაღობისა "თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ ხალხს კოლონები იმერეთიდან და კახეთიდან უკვე შემოუერთდნენ. "თავისუფლების მოედანზე" დაიწყო სცენის მონტაჟი. რამდენიმე წუთში აქცია დაიწყება», - აცხადებენ კრებაში.
აქცია უკვე დაიწყო ბათუმში. ერას მოედანზე, კრების ინფორმაციით, ათასობით ადამიანია შეკრებილი.