„რეალტივის" მიერ ირაკლი ოქრუაშვილის მოსკოვში ვიზიტის ამსახველი ფოტო გასული წლის დეკემბერში გადაღებული აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ავტორი „ფრანსპრესის" ჟურნალისტი ნატალია კალასტიკოვაა.
ფოტოს პოვნა google-ის საძიებო სისტემაში სიტყვების „მოსკოვის აეროპორტი" ჩაწერის შედეგად შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ „რეალტივის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვში იმყოფებოდა.