„ქართული პარტიის" ბათუმის რაონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შალვა გოგიტიძე ნაცემია. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პარტიაში განუცხადეს, მას თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ.
„ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ ნიღბიანი ადამიანები „ქართული პარტიის" თავჯდომარე შალვა გოგიტიძეს. ის სასტიკად არის ნაცემი", - აცხადებენ პარტიაში.